ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით, გავიხსენეთ მასალის დრაივში ატვირთვა. შემდეგ თითოეულმა მასწავლებელმა გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, თუ როგორ ვაპირებთ განხორციელებას მოსწავლეებთან. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები და მივეცით რჩევები. ვფიქრობ, პროექტებით სწავლება ძალიან აქტუალურია და ბევრის მომცემი, რაც მოსწავლეებს უვითარებს დამოუკიდებელ აზროვნებას, სოციალურ და ჯგუფური მუშაობის უნარებს.
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ქეთის საინტერესო და ბევრის მომცემი ტრენინგის ჩატარებისთვის, რომელიც უდიდესი მონდომებით და პროფესიონალიზმით გაგვატარა.
იმედი მაქვს ნასწავლი მასალა დამეხმარება პროექტის წარმატებით განხორციელებაში.
გემშვიდობებით და ველოდები მომდევნო ტრენინგს.
No comments:
Post a Comment