Tuesday, July 11, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით, გავიხსენეთ მასალის დრაივში ატვირთვა. შემდეგ თითოეულმა მასწავლებელმა გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, თუ როგორ  ვაპირებთ  განხორციელებას მოსწავლეებთან. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები და მივეცით რჩევები. ვფიქრობ, პროექტებით სწავლება ძალიან აქტუალურია და ბევრის მომცემი, რაც მოსწავლეებს უვითარებს დამოუკიდებელ აზროვნებას, სოციალურ და ჯგუფური მუშაობის უნარებს.
       უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ქეთის საინტერესო და ბევრის მომცემი ტრენინგის ჩატარებისთვის, რომელიც უდიდესი მონდომებით და პროფესიონალიზმით გაგვატარა.
      იმედი მაქვს ნასწავლი მასალა დამეხმარება პროექტის წარმატებით განხორციელებაში.
       გემშვიდობებით და ველოდები მომდევნო ტრენინგს.

Sunday, July 9, 2017

ტრენინგის მერვე დღე

     ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით. ვისწავლეთ ფასილიტაციის ნიმუშის შექმნა., ვისწავლეთ, თუ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს პროექტის წარმართვაში. გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს. აღნიშნული პროექტი ავტვირთეთ ბლოგზე. ვისწავლეთ სიის გაჯეტის მდებარეობა,საქაღალდის  დრაივზე ატვირთვა და შენახვა.
     ეს დღე ჩემთვის  ყველა დღეზე საინტერესო იყო.

Saturday, July 8, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. ვისაუბრეთ მოსწავლეთა ინდივიდუალურ  საჭიროებებზე. ვიმუშავეთ სასწავლო გეგმაზე.  შევავსეთ სასწავლო გეგმის ეტაპები.განვსაზღვრეთსასწავლო პროექტისათვის საჭირო რესურსები.
     ეს დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო.

Sunday, July 2, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

მეექვსე დღე გამეორებით დავიწყეთ. ვისწავლეთ,თუ როგორ უნდა შევქმნათ და წარმოვადგინოთ მოსწავლის პრეზენტაცია. გავიხსენეთ ანიმაციური ეფექტები. გავაკეთეთ პროექტის გეგმის მოკლე მონახაზი. დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

Saturday, July 1, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის  გამეორებით. ვისწავლეთ საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები და მათი შემოკლებული აღნიშვნა.ვისწავლეთ ბლოგის 3 მდგომარეობა.ვისწავლეთ და შევქმენით მოსწავლის ბლოგი. ასევე ვისწავლეთ ბლოგში რედაქტირება, სურათის და ვიდეოს ჩასმა ბლოგზე.
განსაკუთრებით საინტერესო იყო გაჯეტზე მუშაობა.

Sunday, June 25, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

მეცადინეობა დაიწყო გამეორებით. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. ცხრილში ჩავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო ანუ შეფასების სტრატეგიები. გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი.

ტრენინგის მესამე დღე


ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით. შემდეგ კი შევისწავლეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, პროექტის მიზნები და მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები.
ეს დღეც საინტერესო იყო.