Sunday, June 25, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

მეცადინეობა დაიწყო გამეორებით. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. ცხრილში ჩავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო ანუ შეფასების სტრატეგიები. გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი.

ტრენინგის მესამე დღე


ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით. შემდეგ კი შევისწავლეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, პროექტის მიზნები და მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები.
ეს დღეც საინტერესო იყო.

Sunday, June 11, 2017

ტრენინგის მეორე დღე


სამუშაო დღე დაიწყო საშინაო დავალების შემოწმებით, კერძოდ. უნდა მოგვეფიქრებინა პროექტის სათაური და გაგვეკეთებინა განხილვა. გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი.  ვისწავლეთ სარეკლამო  ბუკლეტის დამზადება და შენახვა,გავიხსენეთ წერილის გაგზავნა.განვიხილეთ ბლოგის 3 მდგომარეობა. ტრენინგის მე-2 დღემ  საინტერესოდ ჩაიარა.

Saturday, June 10, 2017

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანით ინტელის ძირითად კურსს,გავეცანით გზამკვლევის სახელმძღვანელოს. გავიგე, თუ როგორ უნდა დავწერო და განვახორციელო პროექტი. გავიგე, რომ გეგმას უნდა დავურთოთ დაკვირვების ჩელისტი.გეგმის დაწერისას ვიხელმძღვანელოთ სტანდარტით და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით. შევქმენი ახალი ბლოგი, სადაც ავტვირთავ პროექტს. გავიგე,რომ პროექტის წერა უნდა დავიწყო პრობლემიი დანახვით.
ვფიქრობ დღევანდელი დღე ძალზე საჭირო და ნაყოფიერი იყო.